უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების განცხადება

უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების საინიციატივო ჯგუფის „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ განცხადება პეტიციის „შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ.

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთი ძალიან დიდიამკურნალობის საშუალო ღირებულება ინვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში 8000-15000 ლარის ფარგლებში ვარირებს და ზოგჯერ აჭარბებს კიდეცსწორედ ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელიფაქტორი რაც დამატებით ზრდის ხარჯებს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წყვილების 12-15% ყნაყოფოა. საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 30 000-ზე მეტ წყვილსსაორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, საორიენტაციოდ უნაყოფო წყვილების რიცხვი ბევრად დიდია. აღნიშნულ მონაცემში არაა გათვალისწინებულიის ქალები რომლებიც იყენებენ დამხმარე რეპროდუქციულ საშუალებებს, მაგრამ არ არიან ქორწინებაში, ან არ ყავთ პარტნიორი რადგან მსგავსი სტატისტიკა არ მოიპოვება. 


ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, თავად გადაწყვიტოს როდის და რამდენი შვილი იყოლიოს. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა არღვევს ადამიანის უფლებებს და გენდერულ ჭრილშიცარაპროპორციულად აზიანებს ქალებს.


ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას. ქალები იშვიათად განიცდიან მხარდაჭერას პარტნიორებისა და ოჯახის წევრებისაგან, რაც ართულებს სამედიცინო სოციალური პრობლემებით ისედაც გართულებულ გზას, რომელსაც თითოეული მათგანი გადის.

    

სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა, შვილის ყოლის მსურველ ადამიანებში სამედიცინო/ სოციალურ პრიორიტეტად, რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ საბაზისო სამედიცინო საჭიროებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის სხვადასხვა მეთოდით მკურნალობა.

 

    

პაციეების ასოციაციის მიზანია შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან (საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)  დიალოგის რეჟიმში და პროფესიული ორგანიაციების მხარდაჭერით დაიწყოს მუშაობა უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე. 



https://manifest.ge/main/item/3214?fbclid=IwAR0x84wHfw4ByIW1AfxK4T_32P-KncO6yZE1RO60bSYRenLG3lUbQUlD4SE


პატივისცემით

საინიციატივო ჯგუფი „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“


საკონტაქტო პირი: თამარ ქაჩლიშვილი

ტელ: 557639398 / ელ ფოსტა: tamarikachlishvili@yahoo.com

                                    

 თბილისი, ი. აბაშიძის ქ. ჩიხი V, N8 I info.shreg@gmail.com