საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

 


საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“ პროექტის - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ - ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირემასშტაბიანი ინიციატივების განსახორციელებლად. 

საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო და სამოქალაქო პროცესებში, მათ აქტიურობასა და გაძლიერებას. 

კონკურსის პრიორიტეტული საკითხებია (თუმცაა არაა შეზღუდული):

• მშვიდობის, ტოლერნატობისა და მიმღებლობის ხელშეწყობა;

• ეთნიკურ უმცირესობებსა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე ფოკუსირებული ინიციატივები;

• ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერა კოვიდ-19-ის პირობებში;

• მედია წიგნიერება და ყალბ ინფორმაციასთან (ე.წ. ფეიქ-ნიუსი) ბრძოლა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. 

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

1. სამშვიდობო თემატიკაზე შექმნილი პროექტის იდეის გამოგზავნა;

2. საუკეთესო იდეების გამოვლენა;

3. ტრენინგი საუკეთესო იდეების ავტორებისთვის თემაზე: „პროექტის დიზაინი და საპროექტო განაცხადის მომზადება“;

4. საპროექტი განაცხადის შევსება;

5. საუკეთესო პროექტების შერჩევა და დაფინანსება

საპროექტო ფონდი არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს. სულ დაფინანსდება სამი მიკრო პროექტი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ საპროექტო იდეები (არა უმეტეს 500 სიტყვისა) უნდა გამოაგზავნონ 2021 წლის 15 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@lazarus.ge ან foundationlazarus@gmail.com

უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების განცხადება

უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების საინიციატივო ჯგუფის „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ განცხადება პეტიციის „შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ.

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთი ძალიან დიდიამკურნალობის საშუალო ღირებულება ინვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში 8000-15000 ლარის ფარგლებში ვარირებს და ზოგჯერ აჭარბებს კიდეცსწორედ ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელიფაქტორი რაც დამატებით ზრდის ხარჯებს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში წყვილების 12-15% ყნაყოფოა. საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 30 000-ზე მეტ წყვილსსაორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, საორიენტაციოდ უნაყოფო წყვილების რიცხვი ბევრად დიდია. აღნიშნულ მონაცემში არაა გათვალისწინებულიის ქალები რომლებიც იყენებენ დამხმარე რეპროდუქციულ საშუალებებს, მაგრამ არ არიან ქორწინებაში, ან არ ყავთ პარტნიორი რადგან მსგავსი სტატისტიკა არ მოიპოვება. 


ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, თავად გადაწყვიტოს როდის და რამდენი შვილი იყოლიოს. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა არღვევს ადამიანის უფლებებს და გენდერულ ჭრილშიცარაპროპორციულად აზიანებს ქალებს.


ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას. ქალები იშვიათად განიცდიან მხარდაჭერას პარტნიორებისა და ოჯახის წევრებისაგან, რაც ართულებს სამედიცინო სოციალური პრობლემებით ისედაც გართულებულ გზას, რომელსაც თითოეული მათგანი გადის.

    

სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა, შვილის ყოლის მსურველ ადამიანებში სამედიცინო/ სოციალურ პრიორიტეტად, რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ საბაზისო სამედიცინო საჭიროებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის სხვადასხვა მეთოდით მკურნალობა.

 

    

პაციეების ასოციაციის მიზანია შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან (საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)  დიალოგის რეჟიმში და პროფესიული ორგანიაციების მხარდაჭერით დაიწყოს მუშაობა უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის შექმნაზე. 



https://manifest.ge/main/item/3214?fbclid=IwAR0x84wHfw4ByIW1AfxK4T_32P-KncO6yZE1RO60bSYRenLG3lUbQUlD4SE


პატივისცემით

საინიციატივო ჯგუფი „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“


საკონტაქტო პირი: თამარ ქაჩლიშვილი

ტელ: 557639398 / ელ ფოსტა: tamarikachlishvili@yahoo.com

                                    

 თბილისი, ი. აბაშიძის ქ. ჩიხი V, N8 I info.shreg@gmail.com

ახალგაზრდული ორგანიზაციები პეტიციას აქვეყნებენ

 


ჩვენ, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, როგორც ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის კოლოსალური გამოცდილებისა და უნიკალური ექსპერტული ცოდნის მქონე დაინტერესებულ მხარეს (stakeholder-ებს), მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „ახალგაზრდული სააგენტოს“ ისევ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში დატოვება და ვთვლით, რომ იგი არ უნდა შეუერთდეს არც ერთ სამინისტროს. „კულტურისა და სპორტის სამინისტროში“ ახალგაზრდობის კომპონენტის გაერთიანება უკვე ნაცადი ხერხია, რომელმაც არ გაამართლა. ახალგაზრდობის სფერო კროს-სექტორულია (სექტორთაშორისია) და სათანადო პოზიციონირებას საჭიროებს ცალკე არსებული სტრუქტურის სახით და მისი, როგორც კროს-სექტორული სფეროს ფუნქციონირება და ეფექტიანობა პრინციპული საფრთხის ქვეშ დგება, თუ კი იგი რომელიმე სამინისტროში გაერთიანდება. პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი „ახალგაზრდობის სააგენტო“ იქნება ახალგაზრდული პოლიტიკის შემქმნელი (POLICY MAKER-ი) და მისი დამოუკიდებელი სტრუქტურის სახით არსებობა მნიშვნელოვნად გააადვილებს სხვადასხვა სამინისტროების მიერ განსახორციელებელი ახალგაზრდული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაზე მონიტორინგს. თუკი გაღელვებს საქართველოში ახალგაზრდული სფეროს განვითარება, გთხოვ, დაგვეხმარე! 😊 თავადაც მოაწერე ხელი პეტიციას და მხარდაჭერა სთხოვე შენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სხვა კარგ ადამიანებს 😊 #გაგვითვალისწინეთახალგაზრდულისექტორიც! #ჩვენვარსებობთ! #არაფერიჩვენშესახებჩვენგარეშე!

მემორანდუმზე ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი

2020 წლის 19 ნოემბერს საქართველოში გაიმართა ქალთა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეხვედრა ზუმის პლატფორმის მეშვეობით, რომლის დროსაც დამწრე ორგანიზაციებმა დაადასტურეს თანხმობა, რომ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და გაწევრიანდნენ პლატფორმაში. 
პლატფორმის წევრებს მიესალმნენ GIZ-ს წარმომადგენელი იორგ ლებლანკი, DVVI თბილისის ოფისი დირექტორი ლალი სანთელაძე და პროექტის კოორდინატორი გოგა ჯიქია. 

შეხვედრა მიჰყავდა სიქას დამფუძნებელს პავლე თვალიაშვილს.

საჯარო სექტორისა და არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს პლატფორმისა და მემორანდუმის მნიშვნელობა და დაადასტურეს ხელმოწერა. ხელმოწერის მომენტისთვის 42 ორგანიზაცია შეუერთდა მემორანდუმს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.




მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი

 

გიწვევთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალზე.

მემორანდუმი ფორმდება ქალთა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში.

ცერემონია ჩატარდება ონლაინ ზუმის პლატფორმის მეშევეობით, 2020 წლის 19 ნოემბერს, 12:00 საათზე.

მიიღეთ მონაწილეობა სტრატეგიის შექმნაში


სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ახალგაზრდული სფერო მომავალი 5 წლის მანძილზე, იგეგმება, რომ მონაწილეობრივად, ახალგაზრდების ჩართულობით შეიქმნას.

 👉 გადადით ბმულზე, https://bit.ly/2IaYQ4p გაეცანით სტრატეგიის დოკუმენტის ხედვის, მიზნებისა და ამოცანების ამ ეტაპზე არსებულ ვერსიას და გაუზიარეთ საკუთარი მოსაზრებები.

👌რეკომენდაციები შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენთვის მისაღები ფორმით, ანონიმურად, საკუთარი სახელით ან მეილის დახმარებით: info@youthagency.gov.ge

🤓 რეკომენდაციის გაზიარება 15 ოქტომბრის ჩათვლით შეგეძლებათ.

პროექტი "უნარები წარმატებისთვის"

 

📣 ევროკავშირის პროგრამის „უნარები დასაქმებისთვის“ (Skills4Jobs) ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გრანტის სახით, ახალგაზრდობის სააგენტომ 1,000,000€ მოიზიდა და იწყებს ახალ პროექტს "უნარები წარმატებისთვის", რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას.
✔️ პროექტი ემსახურება ახალგაზრდებში სამეწარმეო და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას.
📍 პროგრამის პირველ წელს, სამიზნე რეგიონებიდან შეარჩევენ 30 აპლიკანტს, რომლებიც „მიბილურ ახალგაზრუდულ მუშაკებად“ (Mobile Youth Workers) გადამზადდებიან, მათგან 20 ახალგაზრდული მუშაკი 2 წლის მანძილზე, დასაქმდება, რათა ადგილობრივ დონეზე განავითაროს ახალგაზრდული სერვისები და ადგილზე იმუშაონ მობილურ ახალგაზრდულ მუშაკებად.