კონკურსი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრობაზე

📢 მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა „ახალგაზრდობის სააგენტოს“ სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა. ახალგაზრდები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ბუნებრივია, ახალგაზრდული სფეროს უმთავრესი ნაწილი არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ეკოსისტემის შექმნა შეუძლებელია.
🇪🇺 ახალგაზრდობის ჩართულობის გასაზრდელად, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომლის კონცეფცია მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, „Advisory Council on Youth“ მოდელით შემუშავდა.
🗣 „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ არის სრულიად მოხალისეობრივი. მისი ფუნქციაა, ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინება უშუალოდ და მხოლოდ ახალგაზრდობის სააგენტოს საქმიანობაში.
🔵 რა არის საბჭოს დანიშნულება?
🔹კონსულტაცია გაუწიოს „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
🔹პროაქტიულად დასახოს პრიორიტეტები, მოახდინოს ახალი რელევანტური იდეები გენერირება და მათი ინიცირება ახალგაზრდობის სააგენტოსთან;
🔹დაამყაროს თანამშრომლობა და კოორდინაცია ახალგაზრდულ სექტორში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის.
👥 საბჭო 23 ახალგაზრდა წევრისგან დაკომპლექტდება, აქედან 22 წევრი საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციების ახალგაზრდა წარმომადგენლებისგან, ღია კონკურსის წესით შეირჩევა. ერთ წევრს კი, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ქოლგა ორგანიზაცია წარმოადგენს.
🤝 წევრების შერჩევაში, სააგენტოსთან ერთად, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ორგანიზაციებით დაკომპლექტებული კომისია.
💡თუ ხარ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი ახალგაზრდა (18–29 წელი) და გინდა გახდე ახალგაზრდული საბჭოს წევრი, მიიღო მონაწილეობა პრიორიტეტების დასახვაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნაში, დარეგისტრირდი 🔗 https://bit.ly/3fIuOBx
 რეგისტრაციის ვადები: 13 მაისი - 1 ივნისი
 ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ!