კვლევის ექსპერტის შესარჩევი კონკურსი

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურმა საბჭომ დაიწყო ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი “ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია” რომლის მიზანია წვლილი შეიტანოს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებასა და ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ექნებათ მდგრადი სისტემა და სრულყოფილად უწყობენ ხელს ახალგაზრდების პოტენციალის თვითრეალიზებასა და მათ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. Პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა: - საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების სტრუქტურის, მუშაობის სისტემის, სამოქმედო გეგმის, არსებული რესურსებისა და საჭიროებების შესახებ კვლევა; Შესაბამისად გვესაჭიროება კვლევის ექსპერტი, რომელიც პროექტის ფარგლებში განახორციელებს ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის მმართველობისა და სტრუქტურის სისტემის კვლევას. Სამუშაოს ხანგრძლივობა: 15 სექტემბერი - 15 ნოემბერი. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გადმოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტები.

https://youthplatform.gov.ge/ka/event/27?