საქართველოში ახალგაზრდების მოხალისეობის ეროვნული სტრატეგია იქმნება


ახალგაზრდობის სააგენტო, ახალგაზრდების მოხალისეობის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას - “2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის” დოკუმენტზე დაყრდნობით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ქმნის
“2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის" დოკუმენტში, ახალგაზრდული მოხალისეობა აღნიშნულია, როგორც ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია
🤩 აღნიშნული დოკუმენტის შექმნის პროცესში ახალგაზრდობის მოხალისეობრივ საკითხებში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართულები